Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამდებობის დასახელება   მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

 

პოზიციის დასახელება  ეკონომიკური დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

 

ორგანიზაცია    საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

 

ორგანიზაციის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება. შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა).

 

კატეგორია  საფინანსო/საბიუჯეტო

 

განცხადების ბოლო ვადა   09.03.2023

 

თანამდებობრივი სარგო:  2178 ლარი

 

ადგილების რაოდენობა     1

 

სამსახურის ადგილმდებარეობა   თბილისი

 

სამუშაოს ტიპი     სრული განაკვეთი

 

გამოსაცდელი ვადა      12 თვე

 

ფუნქციები

• დასაგეგმი წლის და საშუალოვადიანი ბიუჯეტის მომზადების მიზნით სამინისტროს სისტემის ორგანიზაციების და ქვედანაყოფების უზრუნველყოფა შესაბამისი ინსტრუქციებით, განმარტებებითა და დოკუმენტებით;

• საბიუჯეტო განხილვების შედეგად შეთანხმებული ძირითადი პარამეტრების მიხედვით იუსტიციის სამინისტროს დასაგეგმი წლის ნაერთი ბიუჯეტის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება პროგრამული უზრუნველყოფის - E- Budget მეშვეობით;

• წლიური საბიუჯეტო კანონის დამტკიცების შემდგომ საბიუჯეტო ასიგნებების კვარტალური განწერის მომზადებაში მონაწილეობის მიღება და წლის განმავლობაში მასში ცვლილებების განხორციელება;

• საბიუჯეტო ასიგნებებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ სამინისტროს სისტემის ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი წინადადებების განხილვა, ანალიზი, სათანადო ცვლილებების მომზადება ან/და დანიშნულებისამებრ წარდგენა;

• ქვეყნის საშუალოვადიანი დაგეგმვის სტრატეგიული დოკუმენტის - ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის საშუალოვადიანი პროგრამული ბიუჯეტისა და სამოქმედო გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

• ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება, სამინისტროს სისტემის ნაერთი კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

• სამინისტროს სისტემის სსიპ-ების ბიუჯეტების, სარგოსა და მატერიალური წახალისების ფონდების, საშტატო რიცხოვნობის, საშტატო განრიგის, საწვავისა და საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

• სისტემის ფინანსების პერიოდული შეფასების მიზნით ანალიტიკური და სტატისტიკური ანგარიშების მომზადება;

• კუთვნილების მიხედვით კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

• დეპარტამენტის/სამმართველოს მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება.

 

მოთხოვნები

 

მინიმალური განათლება    ბაკალავრი

სამუშაო გამოცდილება       1 წელი

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ იხილოთ ბმული